წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლა ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა.
16 სექტემბერს, სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. სკოლაში, მოსწავლეებთან და მშობლებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა. დირექტორმა - ნაზი სადილიანმა სიგელებით დააჯილდოვა წინა სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები.
ზეიმზე, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შესრულდა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, სადაც ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ეს დღე ყველაზე ემოციური და შთამბეჭდავი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებსაც სასკოლო საზოგადოებამ განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო. მათ ლამაზად მორთულ-მოკაზმულ საკლასო ოთახებში კუთვნილი წიგნები და კომპიუტერები დახვდათ.
სკოლის დირექციამ ყველა მოსწავლე-მასწავლებელს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.
იხილეთ ფოტოები: