ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა. მოსწავლე-მასწავლებლები კვლავ აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო აქტივობებში.
ამჯერად, სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ შემაჯამებელი ღონისძიებაში მონაწილობდნენ. ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ახალციხეში, რაბათის ციხეზე გაიმართა.
ღონისძიებას სომხური და აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა ექსკურსია-მძღოლის ფუნქცია შეითავსეს და სტუმრებს გააცნეს აშოტ კურაპალატისა და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდები, მათი როლი საქართველოს გაერთიანებისათვის.
ღონისძიება, სადაც თიხის დამუშავებისა, ქართული წერის და კულინარიის მასტერკლასი გაიმართა, საინტერესო იყო დამსწრე საზოგადოებისათვის.
ეს დღე მოსწავლეებს დიდი ხანი ემახსოვრებათ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: