ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმითა და ჟრიამულით დაიწყო.
ბუშტებით მორთული სასწავლო გარემო, ყვავილებით ხელდამშვენებული მოსწავლეები და თვალებანთებული პირველკლასელები, რომლებმაც წიგნიერების დიდი სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგეს - ასეთი იყო 16 სექტემბერი პატარა ფოთის საჯარო სკოლაში.
სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისთვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარი, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: