ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა.
16 სექტემბერს, სკოლაში ნამდვილი დღესასწაული გაიმართა. სკოლაში, მოსწავლეებს სადღესასწაულოდ მორთული გარემო დახვდათ, რამაც მათი მოტივაცია და განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.
დირექტორმა - მაია ალექსანდრიამ, სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა.
„წარმატებული 2024-2025 სასწავლო წელი ქარიატის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს. მადლობა მშობლებს სკოლის ასეთი ერთგულებისთვის, გვერდით დგომისთვის, სტუმრობისთვის“, - აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: