წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურ სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო, საგანგებოდ მორთული სკოლა მოსწავლეების ჟრიამულმა აახმაურა.
სკოლას, კლასელებსა და საყვარელ პედაგოგებს მონატრებული მოსწავლეები გულთბილად შეეგებნენ ერთმანეთს და უკვე მეორე კვირაა სასწალო პროცესში აქტიურად და ხალისით არიან ჩართულნი.
„გილოცავთ მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო. წარმატებულ 2024-2025 სასწავლო წელს გისურვებთ“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა - ნარგიზ გაბაძემ და სასკოლო საზოგადოებას წინსვლა უსურვა.
სკოლაში მოსწავლეებისა თუ პედაგოგების განწყობაზე ზრუნვას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: