შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ გამოსაცდელებს, რომელთაც 2024 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს, საპრეტენზიო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადებზე, აგრეთვე იმ გამოსაცდელებს, რომელთა საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვალა ტესტის შეფასება, თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით შემდეგ ბმულზე: https://online1.naec.ge/oapp
განაცხადები მიიღება 2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით. თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.