მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. პედაგოგები როგორც ყოველთვის, ამ წელსაც მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ბუნებისმეტყველების გაკვეთილის თემა „ფოთოლი“ გახლდათ. ბავშვებმა ფოთლის აგებულება შეისწავლეს, გაეცნენ მის სტრუქტურას. მათ ასევე მარტივი და რთული ფოთლები დაახარისხეს.
მოსწავლეებმა აქტივობის მეშვეობით კიდევ ერთხელ გააცნობიერეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მცენარეები კაცობრიობისთვის, რომ მის გარეშე ადამიანები ვერ იარსებებდნენ.
აქტივობა ძალიან საინტერესო, სახალისო და ინფორმაციული იყო.
იხილეთ ფოტო: