მარნეულის N1 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
16 სექტემბერს, სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო. მოსწავლეებს პედაგოგები და დირექცია დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ. მათთვის სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად- ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლას საპატიო სტუმრები - მარნეულის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხანალი გახრამანოვი, დეპუტატი ზაურ დარგალი და სხვა ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ. მათ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებული წელი უსურვეს.
სასკოლო საზოგადოება მათ სტუმრობისთვის მადლობას უხდის.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: