ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობითა და დიდი ჟრიამულით დაიწყო.
„ახალი სასწავლო წელი, წარმატებების, წინსვლის, ახლის შემეცნების, სიახლეების, აღმოჩენების საწინდარი“, - ამ სიტყვებითა და დიდი სიყვარულით შეხვდნენ სკოლის დირექტორი ია პაიჭაძე-სულავა და პედაგოგები მოსწავლეებს.
უფროსკლასელებმა და პედაგოგებმა პირველკლასელებს გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს ცოდნის მრავალფეროვან და საინტერესო გზაზე. განსაკუთრებით მოეფერა სკოლა მე-12 კლასის მოსწავლეებს და მადლიერება გამოხატა მშობლებისა და პედაგოგებისადმი.
ასე მრავალსიტყვიანობით, სიყვარულით, სითბოთი, სიხარულითა და შემართებით საზეიმოდ გაიხსნა სასწავლო წელი ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში.
„წინსვლა, წარმატება და ნაყოფიერი სასწავლო წელი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა - ია პაიჭაძე-სულავამ.
იხილეთ ფოტოები: