ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო გარემოში, დიდი ჟრიამულით დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლაში, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ. მათთვის სასკოლო და საკლასო ოთახები ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათთვის ეს დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა.
სკოლის დირექტორი იამზე ლობჯანიძე სწავლის დაწყებას ყველა მოსწავლე-მასწავლებელს დიდი სიყვარულით ულოცავს და მათ საინტერესო, წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: