ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო, პედაგოგებმა პირველკლასელებს წიგნიერების დიდ სამყაროში უმასპინძლეს.
ყვავილებით ხელდამშვენებულმა პატარებმა ცოდნის ტაძარში პირველი ნაბიჯები გადადგეს, დამრიგებლებმა კი მათ სასიამოვნო და ჰარმონიული გარემო დაახვედრა.
სკოლის ხელმძღვანელმა მაკა ვაწაძემ პატარებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და მადლობა გადაუხადა მერიას, პირველკლასელების გახარებისთვის.
„დიდი მადლიერება ჩვენგან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას, პირველკლასელების გახარებისთვის. ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი ყველას“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: