ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით, ამაღლებული განწყობითა და შემართებით დაიწყო.
ახალი სასწავლო წლისთვის და მოსწავლეებთან შესახვედრად სკოლა განსაკუთრებულად ემზადებოდა, საგანგებოდ მოირთო სასკოლო სივრცე და 16 სექტემბერს სასიამოვნო გარემოში უმასპინძლა სასკოლო საზოგადოებას.
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი მოსწავლეთა შესრულებული მრავალფეროვანი ნომრები გახლდათ.
„დაიწყო 2024-2025 სასწავლო წელი. დაგვიბრუნდნენ მონატრებული მოსწავლეები, ახმიანდა სკოლის კედლები დღევანდელი დღე განსაკუთრებული და ემოციური იყო ჩვენი პირველკლასელებისთვის მათ პირველად გააღეს სკოლის კარი, პირველად წარდგნენ საზოგადოების წინაშე ლექსებით, გზას ვულოცავთ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებთ სწავლაში“, - ასე აფასებენ 16 სექტემბერს ზვარეს საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: