ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ.
სკოლაში სასწავლო პროცესი დიდი შემართებით განახლდა. კლასელებსა და საყვარელ მასწავლებლებს მოსწავლეები გულთბილად შეეგებნენ და საკლასო ოთახებს ჟრიამულით დაუბრუნდნენ.
დამრიგებლებმა მოსწავლეებს სადღესასწაულოდ მორთულ საკლასო ოთახებში უმასპინძლეს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წინსვლა უსურვეს.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასკოლო საზოგადოებისთვის სასიამოვნო, ჰარმონიული და უსაფრთო გარემოს შექმნას.
იხილეთ ფოტოები: