ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო წლის დაწყებას ზეიმით შეხვდნენ.
გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება, სადაც პირველკლასელები დასაჩუქრდნენ.
დამსწრე საზოგადოებას, მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და სტუმრებს სკოლის დირექტორმა - მარინე ასპანიძემ მიმართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ქალბატონმა მარინემ აღნიშნა, რომ სკოლა ახალი სტატუსით შეხვდა სასწავლო წლის დაწყებას, რადგან მოიპოვა სრული ავტორიზაცია მონიტორინგის გარეშე, რაც მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს სასკოლო საზოგადოებას.
მან ისაუბრა სკოლაში არსებულ გამართულ ინფრასტრუქტურასა და უსაფრთხო გარემოზე, რაც სასწავლო პროცესის შეუფერხებლად, წარმატებით წარმართვის წინაპირობაა.
დირექტორმა დასძინა, რომ მშობელთა ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრების სრულყოფილებისთვის და მშობელთა მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
სკოლის დირექტორმა ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივი რესურცენტრისა და მერიის წარმომადგენლებს სტუმრობისათვის, მუდმივად გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის, ასევე პირველკლასელებისათვის გადაცემული საჩუქრებისათვის.
იხილეთ ფოტოები: