ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში, ახალ სასწავლო წელს მოსწავლეთათვის საზეიმო დახვედრა მოეწყო.
16 სექტემბერს, სკოლაში, დიდი დღესასწაული იყო. სკოლის ეზოში ლამაზი და შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლას საპატიო სტუმრები ეწვივნენ. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებსა და სრულიად აკადემიურ საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.
„განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას პირველკლასელებს, გისურვებთ დიდი მონდომებით შეუდგეთ შემეცნებისა და ცოდნის დაუფლების პროცესს. უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი განათლება წარმატების, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად არ დავიშურებთ ძალას და ენერგიას იმისათვის, რომ თითოეულ თქვენგანს შევუქმნათ სწავლის, ღირსეული პირობები„ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პაპუნა მარგველიძემ.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი პირველკლასელებისთვის იყო. რწმუნებულმა მათ, პორტაბელური კომპიუტერები გადასცა. ასევე სიმბოლური საჩუქრები გადასცეს პირველკლასელებს რწმუნებულის აპარატის უფროსმა - მარიკა დვალმა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა- თამარ ობოლაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პორტაბელური კომპიუტერები პირველკლასელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: