ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში, მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო პროცესს განახლებული ძალებით, შემართებით დაუბრუნდნენ.
მე-2 კლასში, თემაზე - „რა არის ხმელეთი?“, საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გლობუსი, დააკვირდნენ მოდელს დღე-ღამის მონაცვლეობაზე.
მეორეკლასელებმა ასევე შექმნეს მოდელები ფერადი ფურცლებისგან წყლისა და ხმელეთის განაწილებაზე - გამოჭრეს, ჩააკრეს, გააფერადეს. მათ შემოქმედებითი უნარები და ცოდნა წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: