საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, საზეიმოდ დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღეს, გიმნაზიაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალური და საცეკვაო ელემენტებით, ყველაზე პატარა გიმნაზიელებმა კი საგანგებოდ მომზადებული ლექსები წაიკითხეს.
როგორც სკოლაში აღნიშნეს, საზეიმო ვითარებაში, ცოცხლად შესრულებული ჰიმნის ფონზე აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა.
ღონისძიების დასასრულს გიმნაზიის დირექტორმა - დეკანოზმა გაბრიელ გულორდავამ, დირექტორის მოადგილემ დეკანოზმა ალექსანდრე შედანიამ და სკოლის მოძღვარმა - დეკანოზმა გიორგი თოლორაიამ დალოცეს ბავშვები და წარმატებები უსურვეს მათ.
„გილოცავთ! გასაოცარ თავგადასავალს გისურვებთ!“, - აღნიშნეს გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: