ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობითა და დიდი ზარ-ზეიმი დაიწყო.
მოსწავლეები კლასელებსა და პედაგოგებს დიდი სიყვარულით და სითბოთი შეეგებნენ.
მრავალფეროვნად მორთული სკოლა, საზეიმოდ გამოწყობილი მოსწავლეები და ყვავილებით ხელდამშვენებული პირველკლასელები - ასეთი იყო 16 სექტემბერი ურავის საჯარო სკოლაში.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებისა და სიხარულის მომტანი წელი ყოფილიყოს!“, - დიდი სიყვარულით მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას დირექტორმა ნანი კერესელიძემ და სასწავლო მიზნების წარმატებით მიღწევა უსურვა.
იხილეთ ფოტოები: