ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მონატრებულ მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ.
მრავალფეროვნად მორთული საკლასო ოთახები, ხალისიანი მოსწავლეები და ყვავილებით ხელდამშვენებული პირველკლასელები - ასეთი იყო ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში.
პედაგოგებმა და სკოლის დირექციამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და მათ წინსვლა და წარმატება უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მოტივირებასა და მათთვის სასიამოვნო, შედეგზე ორიენტირებული გარემოს ორგანიზებას.
იხილეთ ფოტოები: