ქუთაისის N45 სკოლაში, ენების ევროპულ დღეთან დაკავშირებით, ფილმის - The Silent Child ჩვენება-განხილვა მოეწყო
26-09-2024

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში (რესურსსკოლა) ენების ევროპული დღე აღინიშნა.

როგორც ცნობილია, ენების ევროპული დღე 2001 წელს დაწესდა ევროპის საბჭოს მიერ, ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს. მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა. 

ამ კონტექსტში, კი, როგორც ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, ჟესტურმა ენამ მნიშვნელოვანი და საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს. 

ჟესტური ენა  კომუნიკაციის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც ემყარება ჟესტებს, მიმიკებსა და სხეულის მოძრაობას. იგი ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ყოველდღიური ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია.

ჟესტური ენის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოციალური თანასწორობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის“,- ხაზგასმით აღნიშნავენ სკოლაში.

ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, ჟესტური ენის თარჯიმნის ნინო გვილავას ასისტირებით, იხილეს ბრიტანელი რეჟისორის-   კრის ოვერტონის მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „The Silent Child“, რომელშიც ასახულია სმენადაქვეითებული გოგონას, ლიბის ისტორია.

ლიბის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისი კომუნიკაციური მხარდაჭერა, რათა სმენადაქვეითებულ ბავშვებს მიეცეთ განვითარებისა და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ყოფნის შესაძლებლობა“,- გვეუბნებიან სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა  დისკუსია,  რომელიც  შეეხებოდა სმენადაქვეითებული ბავშვების განათლებას, ოჯახის როლს ბავშვის განვითარებაში, ინკლუზიური საზოგადოების საჭიროებასა და სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203