ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტული ცხოვრება წახალისებულია. შესაბამისად ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
26 სექტემბერს, სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა შექმნეს გუნდები და ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ.
იყო ზღვა სიხარული და ემოცია. მოსწავლეება დრო სახალისოდ გაატარეს.
ამ აქტივობით, სკოლა სპორტის საერთაშორისო კვირეულს შეუერთდა, ამავდროულად
„ღონისძიებით ხელი შეეწყო ჯანსაღი ცხოვრების წესს“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ.
იხილეთ ფოტოები: