ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
16 სექტემბერს, სკოლაში, მოსწავლეთათვის სადღესასწაულო გარემო იყო შექმნილი. მათთვის სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი სკოლის ერთადერთი პირველკლასელისთვის იყო. მას, როგორც სკოლაში აღნიშნეს, საზეიმო დახვედრა გაულამაზეს და საჩუქრები გადასცეს ამბროლაურის მერიის წარმომადგენლებმა - დავით ხუციშვილმა და გიორგი ლობჯანიძემ. მათ და სრულიად ამბროლაურის მერიის სამსახურს სასკოლო საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა ამ დღის გალამაზებისთვის.
სკოლის დირექციამ მოსწავლე-მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა.
„მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ნაყოფიერ, წარმატებულ და მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ! ერთ ცალ მერცხალს კი ბევრი წარმატება და სიხარული მოეტანოს და მოეპოვებინოს ჩვენს სკოლაში“, - აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: