თბილისის N172 საჯარო სკოლაში ხალხური სიტყვიერების საღამო ჩატარდა
11-06-2018
„არიფანა, ანუ რა კარგია გაზაფხული“-ამ სათაურით თბილისის 172-ე საჯარო სკოლაში ხალხური სიტყვიერების საღამო ჩატარდა

ღონისძიების დევიზი იყო-„მხოლოდ ხალხური“, სადაც ხალხური სიტყვიერების კლუბის წევრები და, ასევე, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ზეიმის ფარგლებში მოსწავლეებმა ხალხური შემოქმედების ნიმუშები, ცეკვები, სიმღერები და ლექსები წარმოადგინეს.

ღონისძიებას დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ორგანიზატორი თბილისის 172-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ხალხური სიტყვიერების კლუბის ხელმძღვანელი ნაირა ჭაბაშვილი გახლდათ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203