აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა. 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლამ დაიწყო ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
სკოლაში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მოსწავლეთა პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პროგრამები - ბაღის დიზაინი და გრაფიკული დიზაინი, განხორციელდება.
ბავშვებს აღნიშნული პროგრამების გავლა, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი გრაფიკული დიზაინის და ბაღის დიზაინის კაბინეტ-ლაბორატორიაში შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ ზოგადი განათლების პარალელურად შეიძინონ პროფესიული კვალიფიკაცია და, ამასთან, სწავლის დასრულების შემდგომ, მიიღონ, როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ისე პროფესიული განათლების დიპლომი.
იხილეთ ფოტოები: