ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სასწავლო წლის დაწყების პირველი დღე ტრადიციული ღონისძიებით გაიხსნა. ზეიმზე, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ნომრით წარდგნენ. სკოლაში, ჰიმნის ფონზე აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა, თითოეული კლასი დაჯილდოვდა სხვადასხვა ნომინაციის სიგელებით. პირველი ზარი, ტრადიციულად დარეკა მეთორმეტეკლასელმა და ერთადერთმა პირველკლასელმა ნინია გორგასლიძემ.
სკოლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებს საპატიო სტუმარმა- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - რეზო ხეცურიანმა და ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორმა - ნათია მახარობლიძემ.
„ლაჯანის საჯარო სკოლა ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, რამეთუ ამ სამეულის ერთობა განსაზღვრავს კარგ მომავალს, ღირსეული ადამიანების აღზრდას!
ვუსრვებთ ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს ბევრ წარმატებას ცოდნის უსასრულო მინდორზე“, - აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: