ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის განსაკუთრებული მზადება იყო, 16 სექტემბერს კი, სასკოლო საზოგადოებას სასიამოვნო და განახლებული გარემო დახვდა.
კვირიკეს N2 საჯარო სკოლის პედკოლექტივი უღრმეს მადლობას უხდის საბა ალიბეგაშვილსა და კომპანია - „ფორვარდ მაიმინგს“, გაწეული უანგარო დახმარებისთვის.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სწორედ მათი დამსახურებით, ახალი სასწავლო წელი გალამაზებულ გარემოში განახლდა.
გახარებულმა პატარებმა ხალისით მოამზადეს ცოდნის ზეიმისადმი მიძღვნილი ღონისძიება პედაგოგის მზია მესხიძის მეთაურობით.
„მადლობა ყველას ვინც ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობას და განათლებას ემსახურება. ჩვენს პატარებს კი ხალისიან, ნაყოფიერ და წარმატებულ წელს ვუსურვებ!
თქვენი დამსახურებით სკოლა ნაწილობრივ მოწესრიგებული შეხვდა 2024 სასწავლო წელს.“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: