ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით სავსე და ხალისიანი იყო.
დადგა კიდევ ერთი ფერადი შემოდგომა და დეხვირის საჯარო სკოლაში 151-ედ აწკრიალდა პირველი ზარი - მოსწავლეები სიყვარულით შეეგებნენ მონატრებულ კლასელებს და სიხარულით დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს.
განსაკუთრებით ემოციური იყო სკოლის დირექციის მიმართვა სასკოლო საზოგადოებას და მამოტივირებელი გზავნილი.
„გილოცავთ ახალ სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს...
გისურვებთ, რომ ეს წელი იყოს მშვიდობიანი, ნაყოფიერი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის.
განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარი, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ..
ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“, - აღნიშნეს სკლაში.
იხილეთ ფოტოები: