ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის და ლიხეთის საჯარო სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ და საინტერესო ინიციატივებში ერთვებიან.
ამჯერად, სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, ურავისა და ლიხეთის საჯარო სკოლებში ჩატარდა შიდა ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში.
მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილეობდნენ ტურნირში, შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და დღე ხალისიანად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში სპორტის პოპულარიზაციასა და ამ კუთხით მოსწავლეების გააქტიურებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: