ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას მოწმობს ის გარემოსდაცვითი აქტივობები, რომლებსაც პედაგოგები მოსწავლეებს სთავაზობენ. ახალი სასწავლო წელიც სწორედ ამ თემატიკის აქტივობით დაიწყო.
სკოლაში, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - თეა მოდებაძის ინიციატივით, „მახსოვს ეკოკალენდარის“ ფარგლებში, განხორციელდა შემოქმედებითი აქტივობა თემაზე: 22 სექტემბერი - დღე ავტომობილის გარეშე.
აღნიშნული დღის მიზანია ავტოტრანსპორტზე უარის თქმის ჰაერის დაბინძურების შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება.
მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის მავნებლობაზე. მათ, ასევე იმსჯელეს ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობაზე, შექმნეს თემატური, საკონკურსო ნამუშევრები და მოაწყეს გამოფენა.
ბავშვები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საბოლოოდ შეთანხმდნენ ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაადგილების საშუალებების გამოყენებაზე.
იხილეთ ფოტოები: