ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო.
16 სექტემბერს სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. მოსწავლეთათვის პედაგოგებმა და დირექციამ საზეიმო დახვედრა მოაწყო. ისინი განსაკუთებით დიდი სიყვარულით პირველკლასელებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას მხოლოდ ორი პირველკლასელი ჰყავს. მათ კუთვნილი კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
სასკოლო საზოგადოებამ ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა სწავლის დაწყება და მათ წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვა.
„ასეთი 2 უსაყვარლესი პირველკლასელები გვყავს ჩვენ წელს. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებები ყველას! წარმატებული ნაბიჯებით გევლოთ ჩემო პატარებო თქვენ ხართ საქართველოს ბედნიერი მომავალი“, - აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: