თბილისის N107 საჯარო სკოლში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის ეზოში შეკრებილ პირველკლასელებს და მათ მშობლებს განსაკუთრებულად მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა - მარინე დემეტრაშვილმა და დირექტორის მოადგილემ ნინო კოვზიაშვილმა.
„სკოლა მზადაა მაქსიმალურად გაითვალისწინოს თქვენი სურვილები და მოლოდინები, დაგახვედროთ თბილი, თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული კომფორტული გარემო და სწავლების მიდგომები, ჩვენ ერთად უნდა აღვზარდოთ ჯანსაღი, მოაზროვნე, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თაობა“,- ნათქვამია მათ მიმართვაში.
პირველი კლასის დამრიგებლებმა, საკუთარი ხელით ზღაპრული გარემო შეუქმნეს მოსწავლეებს, რათა პირველი დღე მათთვის წარუშლელი შთაბეჭდილებებით ყოფილიყო სავსე.
ბავშვების განწყობასა და მოტივაციაზე მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა დადებითად იმოქმედა.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო.
იხილეთ ფოტოები: