16 სექტემბერს, თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს.
თვალებციმციმა და სკოლას მონატრებული მოსწავლეები დირექციამ და პედაგოგებმა დიდი სიყვარულითა და სიხარულით მიიღეს.
2024-2025 სასწავლო წელი სკოლაში საზეიმო ღონისძიებებით გაიხსნა.
სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა - დავით სურმანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა და მოსწავლეთა მშობლებმა.
სასკოლო ცხოვრების დაწყება განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო პირველკლასელი ანდრია სურმანიძისთვის, რომლისთვისაც სკოლის ზარი პირველად დაირეკა.
აღსანიშნავია, რომ სკოლას წელს ერთადერთი პირველკლასელი ჰყავს, ამიტომ მას სკოლაში განაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.
„განსაკუთრებით მოვეფერეთ და მივულოცეთ „ცოდნის ტაძარში“ შემოფრენა ჩვენს პირველკლასელს, ანდრია სურმანიძეს“,- გვეუბნებიან სკოლაში და პირველკლასელს საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობასა და მის ინტერესებზე მორგებულ გარემოს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: