ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლელოს თამაშის ტრადიცია გააგრძელეს
11-06-2018
ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეების გუნდმა ლელოს თამაშის ტრადიცია გააგრძელა. 

გუნდი მარტვილის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში „ლელო ბურთი“ აქტიურად ჩაერთო. 

მოსწავლეებმა პირველი შეხვედრა მოიგეს, მეორე კი წააგეს. 

„ამინდი წვიმიანი იყო, მაგრამ ბიჭებმა ძალები არ დაზოგეს. ერთ დროს ჩვენი სკოლის გუნდი განთქმული იყო ლელოს თამაშით და გვიხარია, რომ მოსწავლეები ამ ტრადიციას აგრძელებენ“- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203