ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტული ცხოვრება წახალისებულია. შესაბამისად მოსწავლეები ჩართულნი არიან სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში.
24 სექტემბერს, ჩხუტელის საჯარო სკოლაში გაიხსნა შიდასასკოლო სპორტის კვირეული. კვირეული დაიწყო მაგიდის ჩოგბურთით, მასში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მაგიდის ჩოგბურთში გამოვლინნენ გამარჯვებული მოსწავლეები, გოგონებში - მარიამ გუგავა, ხოლო ვაჟებში - მათე სილაგაძე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ჩატარებული ღონისძიების მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
„აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარებას“,- დასძენენ სკოლაში და მოწაფეებს სპორტული ცხოვრებისკენ მოუწდებენ.
იხილეთ ფოტოები: