მასწავლებლები 10 სკოლაში გადანაწილდებიან - რა აუცილებელი პირობა უნდა დააკმაყოფილოთ
27-09-2024

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის 6 ოქტომბრამდე ცხადდება რეგისტრაცია პროექტზე „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის".

2024 წლის 20 ოქტომბრიდან - 26 ოქტომბრის ჩათვლით სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს ინკლუზიური განათლების 30 სპეციალურ მასწავლებელს რეგიონებიდან. სპეციალური მასწავლებლები განაწილდებიან თბილისის 10 სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3 სპეციალურ მასწავლებელთან.

„თუ ხართ დასაქმებული რეგიონის სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე და სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ პროექტში „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ გთხოვთ, მოგვმართოთ და წარმოადგინოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით.

სარეგისტრაციო ბმული - https://forms.gle/DoTWNjanoMiBt67f8

აუცილებელი პირობაა - გქონდეთ მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან და არ იყოთ წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.

გაითვალისწინეთ, რომ არასრულად შევსებული განაცხადები არ განიხილება“, - ნათქვამია

აღსანიშნავია, რომ უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო მედია (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, რესურსები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.).

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით.

ცენტრი არ უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას მათი საცხოვრებელი ადგილიდან თბილისში და უკან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203