ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, მოსწავლეთა ამაღლებული განწყობითა და განახლებული შემართებით დაიწყო.
განსაკუთრებით ემოციური იყო პირველკლასელთა მიღება და მათი პირველი ნაბიჯები წიგნიერების დიდ სამყაროში.
პატარებს სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, მათ მრავალფეროვნად მორთული საკლასო ოთახები დაახვედრეს, დღე მეტად შთამბეჭდავი კი ანიმატორებმა გახადა.
„ჩვენმა პატარა მერცხლებმა მხიარულად დაიწყეს ცხოვრების ახალი ეტაპი. ვულოცავთ მათ და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ“, - ასე მიულოცეს სკოლაში ახალწვეულებს ცოდნის ტაძარში შებრძანება და მათ წინსვლა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: