თბილისის N28 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლა აქტიურად შეუერთდა ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს. კვირეულის ფარგლებში, სკოლაში გაიმართა სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც პედაგოგი გრიგოლ სოფრომაძე ხელმძღვანელობდა.
მათ შორის მოეწყო სპორტულ-გასართობი თამაშები, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ბევრი იხალისეს.
26 სექტემბერს ევროპის სასკოლო სპორტის დღე აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: