ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და მოსწავლეთა სპორტით დაინტერესების მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
23-26 სექტემბერს, წესის საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს.
კვირეულის ფარგლებში, სპორტის მასწავლებლების: ირინრე მუსერიძის, მაია ჯელაძის და ნათელა ნატმელაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, ბევრი იხალისეს და იაქტიურეს.
იხილეთ ფოტოები: