ზემოსურების საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ქაღალდისაგან ლამაზი ხელნაკეთი ნივთები გააკეთეს
11-06-2018
ზემოსურების საჯარო სკოლაში სასწავლო და შემოქედებითი პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სხვადასხვა ღონისძიების შედეგად, მოსწავლეებს მხატვრული კითხვის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის უნარები განუვითარდათ.
ცოტა ხნის წინ მათ მორიგი აქტივობა ჩაატარეს, სადაც შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს. კერძოდ, მოსწავლეებმა საინტერესო ჩანახატები შექმნეს, ქაღალდისაგან ლამაზი ხელნაკეთი ნივთები გააკეთეს და ინფორმაცია დამოუკიდებლად მოიძიეს.
მათ, ასევე, კედლის გაზეთიც საინტერესოდ გააფორმეს.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობები გაგრძელდება.