ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებითა და მოსწავლეთა ამაღლებული განწყობით დაიწყო.
სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა, სკოლაში ჰიმნის ფონზე აღიმართა სახელმწიფო დროშა.
აღსანიშნავია, რომ დღე მეტად დასამახსოვრებელი გახადეს ნიჭიერმა და შემოქმედებითმა მოსწავლეებმა.
მოსწავლეები სხვადასხვა ნომრით წარდგნენ სასკოლო საზოგადოების წინაშე და მათი დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა პირველკლასელებს გადასცა ბუკები და სახელმძღვანელოები.
იხილეთ ფოტოები: