ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მდგრადი განვითარების საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს.
კვირეულის ფარგლებში, გაიმართა სამოქალაქო განათლების კლუბ „ერთობას“ წევრთა სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით - „ვიზრუნოთ დღეს ხვალინდელ დღეზე“
შეხვედრა წარმართეს კლუბის მეურვე ფიქრია გიორხელიძემ და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა - ლიკა მიქაბერიძემ, ანასტასია კირვალიძემ და კრისტი ჩიხლაძემ.
მათ ისაუბრეს მდგრადი განვითარების ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ასპექტების შესახებ, დაუკავშირეს ისინი მდგრადი განვითარების მიზნებს, გაანალიზეს სიტუაციური ამოცანა და ფოტოსურათი.
თემა შეხვედრის მონაწილეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: