განახლებული ენერგიითა და დიადი მიზნებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში.
„გილოცავთ სწავლის დაწყებას. წარმატებულ, ნაყოფიერ, ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ“, - ამ სიტყვებით შეეგება მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია.
განსაკუთრებით ემოციური იყო პირველკლასელთა მიღება, მათ ცოდნის ტაძრის კარი სიხარულით შეაღეს, მეგზურად, კი მოსიყვარულე დამრიგებელი ნადია პარავიანი დახვდათ.
აღსანიშნავია, რომ ლამაზად და მხიარულად დაიწყეს სასწავლო წელი III კლასის მოსწავლეებმაც და სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები შესთავაზეს, დამრიგებლის ნვარდ გალუსტიანის ხელმძღვანელობით.
სამწუხაროდ, ახალ სასწავლო წელი დიდი დანაკლისით დაიწყო შაუმიანის N1 საჯარო სკოლამ. სასკოლო საზოგადოება პატივს მიაგებს სკოლის დირექტორ არტუშ ურუმიანისა და ისტორიის მასწავლებლის ანჟელა ერიბეგიანის ხსოვნას.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: