თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა ცქვიტარიას ხელმძღვანელობით, ახლახან, დასუფთავების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
პატარებმა ნახეს ვიდეორგოლი, რომელშიც წარმოდგენილია, თუ რა მნიშვნელობა აქვს სისუფთავის დაცვას გარემოსთვის. ნახეს დედამიწა, რომელსაც ძალიან უჭირს ნარჩენების ატანა.
მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობების შემდეგ ბავშვებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს, დედამიწას, რომელიც ავადაა, გამოჯანმრთელებასა და გამხიარულებაში დაეხმარნენ.
იხილეთ ფოტოები: