თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ. მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
ყოველი წლის სექტემბერში აღინიშნება მსოფლიო დასუფთავების დღეები. ღონისძიება გლობალურია და მასში თითქმის მთელი მსოფლიო ერთვება.
თბილისის N28 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებიც სიამოვნებით დადგნენ სისუფთავის სადარაჯოზე და წინასწარ შერჩეული დაბინძურებული ადგილები დააასუფთავეს, შემდეგ იმუშავეს ჯგუფებად, შექმნეს საინფორმაციო-შემეცნებითი პოსტერები, ბუკლეტები და კლასში, აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს პრეზენტაცია.
აქტივობას პედაგოგი ქეთინო მელიქიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს ბუნების მოფრთხილებასა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მნიშვნელობას ყოველთვის ასწავლის.
იხილეთ ფოტოები: