გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყეს.
APM ტერმინალის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის - „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“, ფარგლებში მოსწავლეთა გუნდი დაჯილდოვდა.
სასკოლის გუნდის წევრები, მოსწავლეები: ლიზი ზედგენიძე, ნანა შამათავა, მარიამ ოდიშარია, მაგდა ლატარია და ქეთევან ზარანდია, პროექტორითა და ეკრანით დასაჩუქრდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი თეა ხარჩილავა გახლდათ.
„კარგია, რაც კარგად იწყება. უკეთესია კარგად დამთავრება...წინ ფინალია!“, - ამ შემართებით აგრძელებს ფოთის N7 საჯარო სკოლის საზოგადოება დიადი მიზნებისკენ სვლას.
იხილეთ ფოტოები: