თბილისის N28 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას.
სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე - „დასუფთავების მსოფლიო დღე“.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს უსაფრთხო და სუფთა გარემოზე, განსაზღვრეს თითოეული ადამიანის როლი ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის და გაეცნენ დასუფთავების მსოფლიო დღის შექმნის ისტორიას.
ბავშვები დაიყვნენ ჯგუფებად და საინტერესო პოსტერები დაამზადეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტზე მეორეკლასელებმა, პედაგოგის ლია ცერცვაძის ხელმძღვანელობით იმუშავეს.