გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნიბიერების ამაღლებასა და გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას.
სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები დასუფთავების მსოფლიო დღის კვირეულს დიდი შემართებით შეუერთდნენ.
კვირეულში მე-7ა და მე-3ბ კლასის მოსწავლეები, პედაგოგის - ანა კვასხვაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, ამ დღის არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებაზე ზრუნვა და თითოეული ადამიანის წვლილი ჯანსაღი გარემოს შექმნაში.
იხილეთ ფოტოები: