ახალშენის საჯარო სკოლის საზეიმო მიღება და დირექტორის სიყვარულით აღსავსე მილოცვა მოსწავლეებს - „ჩვენ ერთი მთლიანი გული ვართ“
27-09-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი, ტრადიციული საზეიმოდ, მოსწავლეთა ამაღლებული განწყობით დაიწყო. 

სკოლის კედლები, მოსწავლეების ჟრიამულით ახმაურდა, პედაგოგები თბილად შეეგებნენ მონატრებულ პატარებს და საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებში უმასპინძლეს - უკვე მეორე კვირაა სასწავლო პროცესი განახლდა, ახალშენის საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა ჯერ არ განელებულა.

სასწავლო წლის პირველ დღეს, განსაკუთრებით ემოციური იყო, სკოლის ხელმძღვანელის - ვიოლა აკობიძის სიყვარულით აღსავსე გზავნილი.

„ჩემო უსაყვარლესო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო ბედნიერი ვარ რომ ამ სასწავლო წელს ასე ხალისით და ენთუზიაზმით ვხვდებით სასიამოვნო სტუმრებთან ერთად. გილოცავთ და უამრავ წარმატებას გისურვებთ. ჩვენ ერთი მთლიანი გული ვართ“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203