ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სასიამოვნო, ხალისიანი და ჰარმონიული გარემოს შექმნას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
სწორედ ასეთი გარემო დაახვედრა მოსწავლეებს რკვიის საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებელმა ფილოლოგმა მაკა კოპაძემ.
ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებულ მონატრებულ მოსწავლეებს პედაგოგი დიდი სიყვარულით შეხვდა, მათთან ერთად ახალი გეგმები და სასწავლო მიზნები დასახა.
რკვიის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგებისთვის, მნიშვნელოვანია მოსწავლეების ინტერესები, მათთან ჯანსაღი და მეგობრული დამოკიდებულების დამყარება.
იხილეთ ფოტოები: