ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან და იაზრებენ თავიანთ როლს ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში.
26 სექტემბერს კი, იანეულის საჯარო სკოლაში დაიწყო დასუფთავების კვირეული, რომელიც დასუფთავების მსოფლიო დღეს ეძღვნება.
მოსწავლეებმა არაერთი ეკოაქტივობა გამართეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ამ დღის არსი ნათლად გაიაზრეს, განსაზღვრეს თავიანთი ვალდებულებები დედამიწის წინაშე და ისაუბრეს ერთი მოქალაქის როლზე ეკოლოგიური კეთილდღეობის საქმეში.
იხილეთ ფოტო: